კარალეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და
გორში მცხოვრები დევნილების დაპირისპირებისას, ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით რეგიონული საინფორმაციო ცენტრები განცხადებას ავრცელებენ.
"რეგიონული საინფორმაციო ცენტრები ვგმობთ გორის რაიონის სოფელ კარალეთში ჟურნალისტების ცემის ფაქტს და მოვითხოვთ,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარზე გამოძიება და დააკავონ ის პირები, ვინც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”,- ნათქვამია
განცხადებაში.
მედიასაშუალების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კარალეთში სოფლის რწმუნებულმა და ბადრი ბასიშვილთან დაახლოებულმა პირებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ საბა წიწიკაშვილს, სააგენტო "ინფო9"–ის ჟურნალისტებს ლექსო ალექსიძესა და რეზო ნადირაძეს ცემეს.
„ჟურნალისტებს
სხეულის
სხვადასხვა
დაზიანებები
აქვთ მიღებული, აღენიშნებათ თავბრუსხვევა და ტკივილი სხვადასხვა არეში.
მოვუწოდებთ
საქართველოს
სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე",
- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული
ოცნების" წევრები, რომლებმაც ქალებს სცემეს, კარალეთიდან ქვების სროლით
გააძევეს. ხელჩართული ჩხუბის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
internet.ge