GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია კარალეთში მომხდარ ინციდენტს გმობს
12:05 13.07.2012
დღის სიახლეები

საია კარალეთში მომხდარ ინციდენტს გმობს და ძალადობრივ აქტებში საჯარო მოხელეების მონაწილეობით  შეშფოთებულია.

ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეებისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ქურთის თემის გამგეობის თანამშრომლის ლევან მაისურაძის მონაწილეობა, სავარაუდოდ შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ნიშნებს.

საიას ინფორმაციით ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

„ქალაქ გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლას ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. მოქალაქეების ერთი ჯგუფი გამოხატავდა აშკარა აგრესიას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩასული აქტივისტების მიმართ. სააგენტო ‘’ინფო-9"-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან აშკარად ჩანს აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

ცალკეული პირები მასმედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ესროდნენ ქვებსაც, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. სამწუხაროდ, აღნიშნული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე კვლავ არ იმყოფებოდა პოლიცია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების თავიდან აცილებას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთი მოქალაქე ცდილობდა“,- აცხადებენ საიაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს1
გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ2
ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტებს სამომხმარებლო სესხებს 13.95%-ად სთავაზობს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 13 ოქტომბრისთვის4
ბათუმის მერად ჯემალ ანანიძე დაინიშნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X