18–კაციანი ტურისტთა ჯგუფი საკუთარ სახლებს დღეს დაუბრუნდება. ტურისტები
მაშველებმა გუშინ იპოვეს. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.
მაშველებმა
დაკარგულების ძებნა მათი ოჯახების შეტყობინების შემდეგ დაიწყეს და ხაიშიდან 25 კილომეტრში სოფელ ზედა ვედის ტყეში მიაკვლიეს.
არსებული ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფი რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს რაიონის მუგელას ხეობიდან, ტობა ვარჩხილის ტერიტორიაზე გადავიდა. მოგვიანებით კი ისინი უკვე სვანეთისკენ დაიძრნენ და ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მათთან დაკავშირებას ვერავინ ახერხებდა.
internet.ge