რამდენიმე ტონა ტანსაცმელი, რომელიც კრიმსკში სტიქიით დაზარალებული
მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი, სვერდლოვსკის ოლქში ტყეში გადაყრილი იპოვეს.
ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ლეიბები და სათამაშოები ქალაქ
რევდოის სიახლოვეს, სოფელ კუნგურკას მკვიდრმა იპოვა. მისი თქმით, ამის შესახებ
ადგილობრივმა მოსახლეობამაც შეიტყო და კრიმსკისთვის განკუთვნილი, გადაყრილი
ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი უკვე სახლებში წაიღეს.
დახმარების
შემგროვებელი უახლოესი პუქნტი ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრშია. ქალაქის
სოციალური დახმარების ცენტრის უფროსმა ლარისა ბულატოვამ განაცხადა, რომ წინასწარ
ვინმეს დადანაშაულება არ სურს და მომხდარს აუცილებლად გაარკვევს.
internet.ge