საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ, 15 ივლისს, გორში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ
სპეციალური განცხადება გაავრცელა.
საია
და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოების მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების
კანონმდებლობით
დადგენილი
გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება.
„დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის
დამკვირვებლები
მონიტორინგს
გაუწევენ გორში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 15 ივლისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში
მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“,-
აცხადებენ საიაში.
internet.ge