“სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
„სამართლიანი
არჩევნები“, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში, გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, 1-ელი აპრილიდან ახორციელებს. მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 4 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდში იქნა გამოვლენილი.
საანგარიშო
პერიოდში
„სამართლიანი
არჩევნების“
მიერ იდენტიფიცირებული
იქნა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების
7, მუქარისა და ზეწოლის 17 (მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის
- 1, მოქალაქეებზე
ზეწოლის -
6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის 10 შემთხვევა), პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების
4, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 7, მოსყიდვის 5, სოციალური დახმარების შეწყვეტის 1 შემთხვევა.
ორგანიზაციის
დაკვირვებით,
2012 წლის
4 ივნისიდან
1-ელ ივლისამდე პერიოდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 57, „ქართულმა ოცნებამ“ – 105,
„ახალმა მემარჯვენეებმა“
– 34, ხოლო
„ქრისტიან
დემოკრატებმა
11 საჯარო
შეხვედრას
გაუკეთა ორგანიზება.
„სამართლიანი
არჩევნები“
იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.
ორგანიზაცია
აგრძელებს
წინასაარჩევნო
გარემოს მონიტორინგს და ივლისის თვის ანგარიშს აგვისტოს შუა რიცხვებში წარმოადგენს.
internet.ge