GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახელმწიფო აუდიტი "ელიტა ბურჯს" ივანიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ მაქინაციაში ადანაშაულებს
14:25 14.07.2012
დღის სიახლეები
უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ კვლავ სამართალდამრღვევად სცნო და ყადაღა დაადო მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.

განცხადებაში, რომელსაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ავრცელებს ნათქვამია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის შპს „ელიტა ბურჯის“ საფინანსო დოკუმენტაციის მონიტორინგს ახორციელებს. დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კომპანიამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნებისათვის, 2012 წლის განმავლობაში ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა მთლიანი ღირებულებით 679.487.94 ლარი.

შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისი დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ შეძენილია საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერად.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული საქმიანობისათვის შპს „ელიტა ბურჯმა“ მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ოფშორული კომპანია CHISTA ENTERPRISES LIMITED”-ისგან. ასევე „RINGOLD FINANCIAL LTD “, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი წარმოადგენს. საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის სახელი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შპს „ელიტა ბურჯის“ ჩადენილი მორიგი სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ, კომპანიამ ოფსეტური ბედვის აპარატები და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი 1,729,521.55 ლარად ბიძინა ივანიშვილის ძმის - ალექსანდრე ივანიშვილის კომპანია „გლობალ TV“-ის ამერიკელ მეწილეს ალექსანდრ როზენჰესს მიყიდა. ამ უკანასკნელმა გარიგების შედეგად, ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს „ლიზინგი ოცდამეერთეს“ 180.000 ლარად ნაყიდი მიწა არარეალურ თანხად - 1.900.000 აშშ დოლარად მიყიდა. აღნიშნული ქონების ალოგიკურ თანხად გასხვისებაზე თანხმობა დამფუძნებლის წარმომადგენელმა, ბიძინა ივანიშვილის დის შვილმა - კახა კობიაშვილმა გასცა. 

სწორედ ამ საეჭვო გარიგების შედეგად მიღებული თანხით ალექსანდრე რონზჰესმა შპს „ელტა ბურჯისაგან“ ტიპოგრაფიული საქმიანობისათვის განკუთვნილი ყველა ტექნიკური საშუალება და მასალა შეიძინა, რომლითაც ეს კომპანია დღემდე კანონსაწინააღდმეგო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.

შპს „ელიტა ბურჯი“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა პოლიტიკური სუბიექტის ააიპ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ფაქტზე.

უკანონო შემოწირულობის განხორციელების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ კვლავ სამართალდამრღვევად სცნო. ამავდროულად ყადაღა დაადო მის საბანკო ანგარიშებს და უძრავ-მოძრავ ქონებას.უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა."

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სააკაშვილი: გვსურდა დანგრეულიყო მითი, რომ თბილისში სერიოზული დასაყრდენი არ გვაქვს1
გლდანის მერვე საპყრობილეში რიგგარეშე პაემნები გრძელდება2
ვანო მერაბიშვილი: სამწუხაროდ ბევრ ოჯახში ვერ შევიდა ჯერ ის განვითარება, რასაც ქვეყანამ მიაღწია3
საქართველოს მოქალაქეთა შორის უსაფრთოების შეგრძნება 91%-ს აჭარბებს4
44 წლის მამაკაცს თევზაობისასა დენმა დაარტყა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X