GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დაჯარიმებულმა პირებმა სასამართლოს შემოწირულობის წარმომავლობა ვერ დაუსაბუთეს
16:57 14.07.2012
დღის სიახლეები
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 13 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა დავით ბაციკაძის, ზაალ გოგსაძის, გიგა ბუკიას, გივი რამაზაშვილის, ბიძინა გუჯაბიძის, კახა ჩაკვეტაძის, ლევან ჩიჩუას, მარინა ნადირაძის, ავთანდილ დავითაძის, ირმა დავითაძის, გიორგი მოსიაშვილის, მაია თანიაშვილის, ირაკლი ჭუბაბრიას, ბადრი ცინცქილაძის, ალექსანდრე შალამბერიძის საჩივრები და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 08 ივლისის დადგენილება", ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამარTლო ავრცელებს.

"სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტები, მათი და ოჯახის წევრების შემოსავლების თაობაზე, რაც დასაშვებად იქნა ცნობილი და დაერთო საქმეს, როგორც მტიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორებმა განახორციელეს თუ არა შემოწირულება, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პირი ვალდებულია დაადასტუროს შემოწირულების სახით გადარიცხული თანხის წარმომავლობა. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ვერ იქნა დადასტურებული განხორციელებული შემოწირულების წარმომავლობა. 

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზეა დავით ბაციკაძის, ზაალ გოგსაძის, გიგა ბუკიას, გივი რამაზაშვილის, ბიძინა გუჯაბიძის, კახა ჩაკვეტაძის, ლევან ჩიჩუას, მარინა ნადირაძის, ავთანდილ დავითაძის, ირმა დავითაძის, გიორგი მოსიაშვილის, მაია თანიაშვილის, ირაკლი ჭუბაბრიას, ბადრი ცინცქილაძის, ალექსანდრე შალამბერიძის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34 2–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარაღვევის ჩადენის ფაქტი" - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს2
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან3
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს4
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X