დღეიდან საქართველოში სამედიცინო
დაზღვევის პოლისები დარიგდება. მათით სარგებლობა უკვე 1 სექტემბრიდან იქნება
შესაძლებელი. ბარათების აღება „ლიბერთი ბანკშია“ შესაძლებელი. ისინი კი, ვინც
პენსიას სახლში იღებენ, დაზღვევის პოლისებსაც ადგილზე მიუტანენ.
სამედიცინო ბარათებს რეგისტრაციის
ადგილზე მიიღებენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები და სტუდენტებიც. დევნილები აღნიშნულ
პოლისებს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებში აიღებენ.
მთლიანობაში სადაზღვევო
პოლისებით 550 ათასი პენსიონერი, 250 ათასი ბავშვი და 100 ათასამდე სტუდენტი
ისარგებლებს.
ბარათების დარიგების
პროცესი მიმდინარე თვეში დასრულდება.
Internet.ge