ხარკოვის
საავადმყოფოში მყოფ იულია ტიმოშენკოს ჯერჯერობით დაუდგენელი გამონაყარი
აღმოუჩინეს. გამონაყარი მთელს ტანზეა მოდებული, - ამის შესახებ ექს-პრემიერის
ედვოკატმა სერგეი ვლასენკომ განაცხადა.
მანვე დასძინა, რომ
არ აქვს უფლებამოსილება, კომენტარი გააკეთოს ნიუანსებზე, თუმცა უცნობი დაავადების
შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
ვლასენკოს
განცხადებამდე უკრაინულმა მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმებმა ტიმოშენკოს
სხეულზე გაურკვეველი წარმომავლობის გამონაყარი დააფიქსირეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ
ეს რომელიმე პრეპარატმა გამოიწვია.
internet.ge