სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ეთერ ყამარაულმა
და
გაეროს განვითარების პროგრამების
(UNDP) ხელმძღვანელმა
სოფო ქემხაძემ, 46 აგრონომსა
და სოფლის მეურნეობის კონსულტანტს, გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
აღნიშნული სასწავლო კურსი გაეროს განვითარების პროგრამის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. სასწავლო პროგრამა ქართველმა სპეციალისტებმა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს და ის, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ
მეცადინეობებსაც
მოიცავდა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს გაეცნენ და გადამზადება
გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა აგრონომია, მცენარეთა დაცვა, მეცხოველეობა, ფერმის მართვა და სხვა.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უმასპინძლა.
Internet.ge