„სითი პარკის“ ახალი
სერვის ცენტრი კანდელაკის 47 ნომერში გაიხსნა. აღნიშნულ სერვის ცენტრში ავტომობილის
მფლობელები ყველა სახის მომსახურებას მიიღებენ.
მათ საშუალება ექნებათ, შეამოწმონ ავტომობილის
სტატუსი, გადაიხადონ ჯარიმები და უმოკლეს დროში მიიღონ პარკირებასთან დაკავშირებით
იურიდიული მომსახურება. ამასთანავე, სერვის ცენტრში პარკირების საფასურის გადახდა
საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი.
სერვის ცენტრის გახსნას
თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაზე ესწრებოდა. მისი
განცხადებით, აღნიშნული სერვისი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს
დაჩქარებული მომსახურება, რომელიც იქნება ხარისხიანი და კომფორტული.
Internet.ge