ტუბერკულოზის შემთხვევების დროული გამოვლენის და სწორი მკურნალობის მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ პატიმრებისთვის საინფორმაციო ბუკლეტები დაბეჭდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბუკლეტის გამოცემის მიზანი ყველა მსჯავრდებულის ინფორმირებაა, რადგან მათი ჩართულობა, როგორც დაავადების დროული გამოვლენის, ასევე მკურნალობის პროცესში, უმნიშვნელოვანესია.
ტუბერკულოზის
შემთხვევის
დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობა პაციენტის განკურნებას და ინფექციის გავრცელების შეჩერებას უზრუნველყოფს.
საინფორმაციო
სახის ბუკლეტები პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა.
Internet.ge