რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა
კრასნოდარის მხარეში კვლავ მოსალოდნელი
ძლიერი წვიმებისა და ქარის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, ამინდის
გაუარესება ისევ სტიქიით დაზარალებულ კრიმსკის რაიონშია მოსალოდნელი.
სამინისტრო კვლავ დატბორვის საშიშროების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. ამავე
პროგნოზის თანახმად, შესაძლებელია, გაირღვეს დამბები და დაზიანდეს საცხოვრებელი
სახლები. არ გამორიცხავენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მწყობრიდან
გამოსვლასაც.
Internet.ge