დიდმა
ბრიტანეთმა
შესაძლოა,
საქართველოს
იუსტიციის
სახლის მოდელი გადაიღოს. ამის შესახებ ინიციატივა ლორდთა პალატამ
წამოაყენა, რომლითაც
ინგლისის ხელისუფლებას უკვე მიმართა.
როგორც ლორდთა პალატის მიმართვაშია ნათქვამი, ინგლისის ხელისუფლება უცხოეთის ქვეყნების ინოვაციებს ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს.
„ვფიქრობთ, რომ გასათვალისწინებელი და გასაზიარებელი უნდა იყოს
ნებისმიერი ქვეყნის ახალი პროექტი, რომელიც ინოვაციაა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საქართველოზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთა იუსტიციის სახლის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სახლმა მოქალაქეების მომსახურეობის პრინციპი გაამარტივა“,
- განაცხადა
ლორდმა უოლესმა.
პალატაში ასევე სხდომაც გაიმართა და მათ
საქართველოს იუსტიციის სახლს უმაღლესი შეფასება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ პირველი იუსტიციის სახლი გასულ წელს ბათუმში,
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. 2011 წელს გაიხსნა ასევე რუსთავის, მესტიისა და ქუთაისის იუსტიციის
სახლები.
იუსტიციის სახლი მიმდინარე წელს ქვეყნის
თორმეტ დიდ ქალაქში გაიხსნება. ესენია თელავი, გურჯაანი, ახალციხე, ახალქალაქი, ოზურგეთი, ხაშური, გორი, ზუგდიდი, ფოთი, ყვარელი და მარნეული. ბოლოს კი იუსტიციის სახლი თბილისში
გაიხსნება.
Internet.ge