აფხაზეთის მარიონეტული
რეჟიმის საგანგებო სიტუაციების განყოფილება მოსახლეობასა და ტურისტებს სიმშვიდის
შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ოფიციალურ სტრუქტურებს მიწისძვრის
შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
განყოფილების
ხელმძღვანელის ლევ კვიციანიას თქმით, პანიკის მიზეზი სატელეფონო შეტყობინებები
გახდა, რომელიც სოჭში დაუდგენელმა პირებმა გაარვცელეს.
ამასთან, კვიციანია
ხელაღებით ვერ უარყოფს მიწისძვრის საფრთხეს და აცხადებს, რომ სოხუმს ინტენსიური
კავშირი აქვს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან, რათა მიწისძვრის
საშიშროების შემთხვევაში მოსახლეობა დროულად გააფრთხილონ.
მან ტურისტებსა და
აფხაზეთის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
Internet.ge