სახალხო დამცველის აპარატსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ სალომე ნამიჭეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც
ომბუცმენის ობიციალურ ვებ–გვერდზეა აღნიშნული, მხარეების თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარების
მხარდაჭერა.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და სემინარები. ასევე, ასოციაცია უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში. ამასთანავე, მხარეები
შეთანხმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ სხვადასხვა სახის
აქტივობებს.
Internet.ge