ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს, აბიტურიენტები ქიმიაში აბარებენ.
აბიტურიენტებისთვის ეს ბოლო გამოცდაა.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 საგამოცდო ცენტრში
მიმდინარეობს.
წელს, 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში
35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში
30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ასევე
ცნობილია, რომ დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად საბოლოო პასუხები, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.
Internet.ge