GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
19:20 19.07.2012
დღის სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.  წელს, ერთიანმა ეროვნულმა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებმა ყოველგვარი ექსცესებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 35 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან მხოლოდ 2% არ გამოცხადდა, დაგვიანების გამო გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაიშვა, პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგებისთვის 2 ივლისს დაიწყო. დარეგისტრირებული 40 000 მასწავლებლიდან პროფესიული უნარები 32 000 - მდე,  ხოლო საგნობრივი 27 000-მდე მასწავლებელმა ჩააბარა. პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ ოთხი პედაგოგი მოიხსნა, დაგვიანების გამო არ დაიშვა - 8, პედაგოგთა 10% გამოცდაზე თავად არ გამოცხადდა.

6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდა, დარეგისტრირებული 5 000-მდე სტუდენტიდან გამოცდაზე 10% არ გამოცხადდა. გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

12 და 13 ივლისს საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ. მათ გამოცდები ანალიტიკურ წერაში, წაკითხულის გააზრებაში, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარეს.  2012 წელს სამაგისტრო გამოცდებზე 7 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. არ გამოცხადდა 8%. აღსანიშნავია, რომ მომავალი მაგისტრებისათვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, რომელიც 2 250 ლარს შეადგენს.

28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს, საგამოცდო ცენტრები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ამ ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი, 8+1 საგამოცდო მოდელი ამოქმედდება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; www.online.naec.ge) გაიარეს; გაუქმდა მეორადი ჩარიცხვები  - შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება მიეცათ;

ასევე, მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. წელს ასევე,  პირველად, დაჩქარდება გამოცდების შედეგების გამოცხადება. ოქტომბრის ნაცვლად, შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. საკუთარი ნაშრომების ნახვას აპლიკანტები აგვისტოს დასაწყისში შეძლებენ  ვებგვერდზე: www.naec.ge

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში ველორბოლა გაიმართება1
შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს2
ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ კანდიდატებს დაასახელებს3
საავადმყოფოს სახურავის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა4
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X