სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე მთავრობა ფინანსური კომპენსაციების გაცემას გეგმავს
საქართველოს 8 რაიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, სავარაუდოდ
ასობით მილიონი ლარით განისაზღვრება. ზარალის აღწერა დღეიდან
დაიწყო.
წყალდიდობის, ქარიშხლის და სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა
კომპენსაციებს მიიღებს, ამაზე სპეციალური სალიკვიდაციო შტაბი იზრუნებს, რომელსაც
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე მთავრობა ფინანსური კომპენსაციების
გაცემას გეგმავს.
უშუალოდ ზარალის აღწერა კი დღეს დილიდან დაიწყო. ვანო მერაბიშვილის
გადაწყვეტილებით, პირველ რიგში დაზარალებულთათვის ღამის გასათევის, საკვებისა და პირველად
საჭიროების ნივთების პრობლემა მოგვარდა.
Internet.ge