კახეთის რეგიონში
სტიქიამ დევნილი მოსახლეობაც დააზარალა. თელავში დაზიანებულია დევნილთა 2
საცხოვრებელი კორპუსი - ყოფილი პროფსასწავლებელი და გვარდიის საერთო საცხოვრებელი.
ქარიშხალმა კორპუსებს
სახურავი ახადა, დაიტბორა საძირკველი, ჩამოირეცხა კედლები და 74 ოჯახი
ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
დევნილთა და
განსახლების მინისტრი დალი ხომერიკი და მოადგილეები ადგილზე იმყოფებიან.
დაწყებულია მიყენებული ზარალის შესწავლა და დაზიანებული შენობების სახურავების
აღდგენა.
სამინისტროსა და გაეროს
ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი ძალისხმევით, დაზარალებულ
მოსახლეობას დილიდან ურიგდება სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები. ასევე,
სამზარეულოს ნაკრებები, წყლის ჭურჭელი (10 ლიტრის ტევადობის), მატრასები, საბნები
და ბალიშები, თეთრეული და საჭიროების შემთხვევაში, კარვებიც.
Internet.ge