შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კახეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს დანაყოფები გაწმენდით
სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას და ადგილზე განკარგულების მიღებამდე დარჩებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, კახეთისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სტიქიის ღამესვე ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ შექმნა 9 მორეაგირე ჯგუფი. ასევე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა 2 ბატალიონი და თელავის ადგილობრივი სპეცდანიშნულების
დანაყოფი.
ამ
დროისთვის
მიმდინარეობს
გაწმენდითი
სამუშაოები
ქუჩებსა და ეზოებში. ზემო აღნიშნული დანაყოფები ადგილზე რჩებიან განკარგულების მიღებამდე“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge