საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ამ
დროისთვის კახეთის რეგიონში აღდგენილია გაზის და წყლის მიწოდება, ასევე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდებაც.
დაზარალებული ოჯახები დაიყოფიან სამ კატეგორიად, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხზეც მუშაობს.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც მინისტრებსა და გუბერნატორებს სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარების გამო დავალებები მისცა.
პრემიერი კვლავ სტიქიის ზონაში რჩება, სადაც თავად ხელმძღვანელობს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
Internet.ge