აშშ-ში
შეიარაღებული ძალების თანამშრომლებს პირველად მისცეს უფლება, რომ გეი-აღლუმზე
სამხედრო ფორმებით მისულიყვნენ. პენტაგონის მიერ გაცემულ ნებართვაში აღნიშნულია,
რომ გამონაკლისი მხოლოდ წელს, სან-დიეგოში გამართულ გეი-აღლუმზე დაიშვა.
9 თვის წინ
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად უარყო პოლიტიკა „არ იკითხო, არ
ილაპარაკო“, რომელიც არმიაში სამსახურს უკრძალავდა იმ ადამიანებს, რომლებიც
თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავდნენ.
1993 წლიდან
მოყოლებული, როდესაც ჯარში ეს წესი ამოქმედდა, შეიარაღებული ძალებიდან 14 ათასამდე
ჯარისკაცი დაითხოვეს, რომელთაც თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დამალვაზე უარი
თქვეს.
internet.ge