აფხაზეთში პურზე ფასები
იწევს. ე.წ. მთავრობამ გაზრდილი ფასები უკვე დაამტკიცა. შედეგად, პურის
ღირებნულება 2 რუბლით გაიზრდება და თუ მანამდე 600-გრამიანი პურის ფასი ხარისხის
მიხედვით 12 და 13 რუბლი იყო, ახლა უკვე 14 და 15 რუბლი გახდება .
პურზე ფასის ზრდის
არგუმენტად ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში იმას ასახელებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს
შემდეგ პურსა და ფქვილზე ფასები არ გადახედილა.
ზოგადად 2008 წლის
შემდეგ, სამომხმარებლო პროდუქტებზე, აფხაზეთში, ფასებმა 54%-ით მოიმატა.
Internet.ge