GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოსა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა
17:02 05.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქსტატში სტატისტიკური კვლევების მეთოდებში ტრენინგი ჩატარდა.

 

5-კვირიანი კურსი 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ ნაწილს მოიცავდა: პირველი ორი კვირა დაეთმო ზოგადი სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის საკითხებს, ხოლო მომდევნო სამი კვირა უფრო სპეციალიზებულ შერჩევის მეთოდებს მიეძღვნა.

 

საქსტატის ინფორმაციით, კურსის საწყისს ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა თითქმის 20 თანამშრომელს შეადგენდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე კურსში 6-9 თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. კურსში აქტიურად იყვნენ ჩართულები ბიზნეს სტატისტიკის და სოციალური სტატისტიკის სამმართველოების თანამშრომლები, რომელთა საქმიანობა შერჩევითი კვლევების წარმართვას უკავშირდება. 


კურსის პირველი ორი სასწავლო კვირა დაეთმო ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის ზოგადი კურსის გამეორებას და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, აღწერითი სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების დათვლა, ნდობის ინტერვალის განსაზღვრა. ამავე ეტაპზე წაკითხულ იქნა ალბათობის თეორიის შესავალი კურსიც, რომელიც მოიცავდა მათემატიკური სტატისტიკის ელემენტებსაც. მეორე კვირის ბოლოს სალექციო კურსში წარმოდენილი იქნა შესავალი სტატისტიკურ კვლევაში. 


სტატისტიკური კვლევის საკითხების უფრო დეტალურ განხილვას მესამე სალექციო კვირა დაეთმო. წარმოდგენილი იყო შერჩევის მეთოდების მიმოხილვა, მარტივი შემთხვევითი შერჩევის ცნება და კვლევის შეფასებების გაანგარიშების მეთოდები. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდა მეოთხე კვირასაც, როდესაც მონაწილეებმა მოახდინეს შესწავლილი თეორიის გამოყენება რეალურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის დროს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია მიმინოშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდები ძველი წესით ჩატარდება1
მოქმედი და მომავალი მინისტრის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა2
მადონამ ბარაკ ობამას „შავი მუსლიმი“ უწოდა3
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს4
ვანო მერაბიშვილი: პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირი დაპატიმრებულია ან ძებნაში იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X