GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება სრულ კონტროლს ექვემდებარება
17:43 23.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება სრულ კონტროლს ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების პრევენციას და დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

2011 წელთან შედარებით, 2012 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, 52% შემცირებულია ბაქტერიაგამომყოფ პაციენტთა რაოდენობა და დღითი დღე იზრდება ტუბერკულოზისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი.

სამინისტრო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება აღქმული, როგორც ამ კონკრეტული შედეგისადმი და გატარებული რეფორმებისადმი თვითკმაყოფილების გამოხატულება.

„პირიქით, სამინისტრო არ დაკმაყოფილდება მანამ, ვიდრე სასჯელაღსრულების სისტემაში აბსოლუტურ მინიმუმამდე არ იქნება დაყვანილი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა.სამინისტრო მაქსიმალური მობილიზაციით ახორციელებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც ხდება ავადობის მუდმივი სკრინიგი, პრევენცია და შესაბამისად ეფექტური მკურნალობა“,- აცხადებენ სამინისტროში.

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერობის კანდიდატი დღეს უნდა დასახელდეს1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
ნასას ხომალდით ადამიანები მარსზე წავლენ3
ვანო მერაბიშვილი: დღეს, კონკრეტულად დათვლილი კომპენსაციები გამოცხადდება4
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X