რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი ირაკლი ფორჩხიძე რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდა პოლიტიკის ანალიტიკოსებს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლის" პროექტ "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის"
ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების
ცნობიერების
ამაღლებას
ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია და "ჩართულობის სტრატეგიის" განხორციელების პროცესი. მან ასევე მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის ხედვა რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის პერსპექტივებთან
დაკავშირებით.
Internet.ge