ბათუმში თამაშის „რა?
სად? როდის?“ შავი ზღვის ღია ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 50
გუნდი მიიღებს.
„ამჯერად
გავფართოვდით, მთელი შავი ზღვის ქვეყნებიდან
მოვიწვიეთ გუნდები და იმედი გვაქვს, რომ
კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი. წელს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ძალიან ძლიერი გუნდები,
მათ შორის რუსეთი და უკრაინა. თუმცა,
იმედი გაქვს რომ „კავკასუს ონლაინის“ თასი ჩვენთან დარჩება,“ – განაცხადა „რა ?
სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტმა, გიორგი მოსიძემ.
ჟიურის წევრები იქნებიან
ბროლის ბუს მფლობელები ალექსანდრს დრუჟი, ალექსანდრ რუბინი და ალიას ბუხინი.
რაც შეეხება კითხვებს,
ისინი შედგენილია მსოფლიოს უძლიერესი რედაქტორის მიერ, რომელიც საერთაშორისო
ფედერაციის მიერ არის მოწოდებული.
შეჯბრზე, რომელიც
ივლისის ბოლოს გაიმართება, სულ დასმული იქნება 72 შეკითხვა, რომელსაც მონაწილეები
ერთდროულად გასცემენ პასუხებს.
Internet.ge