ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ყველა მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა დოსიეებია გამოქვეყნებული, რუსეთის გუნდის წარდგენილი მონაცემებით
ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული.
კერძოდ, ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულია სპორტსმენების მოკლე ბიოგრაფიები, რომლის თანახმადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესიკ
კუდუხოვის
დაბადების ადგილად მითითებულია ცხინვალი, ქვეყნად კი რუსეთი,
ისევე როგორც, დენის
ცარგუშის
გრაფაში წერია - გუდაუთა, რუსეთი.
საქართველოს
ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და „ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაგზავნა მოთხოვნა, რათა გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად საქართველო
მიეთითოს.
Internet.ge