საქართველოს
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაგჯგუფების
ბაზაზე სპეციალური სწავლება გაიმართა. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი
შაშკინი დაესწრო. სპეციალური ოპერაციების დანაყოფის სამხედროებმა სხვადასხვა
სასწავლო უბანზე რამდენიმე ტიპის ამოცანა შეასრულეს, სადაც ჩართული იყო საცეცხლე
და ტაქტიკური მომზადების ელემენტები.
თავდაცვის სამინისტროს
ახალ 3T-ს კონცეფციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური თავდაცვაა.
ამ მიმართულებით კი სპეციალური ოპერაციების დანაყოფს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ადგილი უკავია. სპეციალური ოპერაციების დაგჯუფების ბაზა უახლესი ტექნიკით და
აპარატურით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე არსებობს მაღალი ხარისხის სავარჯიშო
ცენტრი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. სამხედრო ბაზაზე მუდმივად ხორციელდება
სპეციალური ვარჯიშები, რისთვისაც ბაზას საკუთარი სასროლეთი და სხვადასხვა სასწავლო
უბანი გააჩნია. მეცადინეობები ტარდება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით.
სპეციალური ოპერაციების
დაჯგუფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს გავლილი აქვს საფუძვლიანი სამედიცინო
დახმარების კურსი. თითოეულ მათგანს შეუძლია დაჭრილ თნამებრძოლს შესაბამისი
დახმარება ოპერატიულად აღმოუჩინოს და ბრძოლის ვერლზე არ მიატოვოს. სპეციალური
ოპერაციების დაჯგუფების სამხედროები უახლეს შეიარაღებასა და აღჭურვილობას ფლობენ.
Internet.ge