GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრემიერმა უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგინა
16:23 25.07.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარს ესტუმრა. ვანო მერაბიშვილი პირადად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს და ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მათი დაძლევის გზებზე ვრცლად ისაუბრა.

ნაქალაქარის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგინა, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.

უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებათა პრევენციაზეა ორიენტირებული. პროგრამის თანახმად, საქართველოს მთელი მასშტაბით 1 აგვისტოდან თურქულის, ხოლო 1 სექტემბრიდან ჯილეხის ვაქცინაცია დაიწყება. ამ მიზნით, დაახლოებით ერთ კვირაში იტალიიდან შემოვა 950 000 თურქულის ფრანგული წარმოების ვაქცინა, ხოლო უკრაინიდან და რუმინეთიდან ჯილეხის 180 000 ვაქცინა. ვაქცინაციის განსახორციელებლად შეიქმნა 250 მობილური ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 53 მუნიციპალიტეტის 3000 სოფელში ადგილზე განახორციელებენ ვაქცინაციას.

„გაცემულია განკარგულება და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ყველა ვეტექიმის მობილიზაცია, მათი აღჭურვა ახალი ინსტრუმენტებით და რაც მთავარია დავიწყეთ დანომრვა და ყველა ძროხა უნდა იყოს აღრიცხული. აცრები არის უფასო და აცრების შედეგად ყველა იქნება დაზღვეული რომ საქონელი არ დაავადდება“,- განაცხადა პრემიერმა.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა1
ფოთის პორტის თანამშრომლების ხელფასები 40%-ით გაიზრდება2
ექიმებმა ნაწლავებით გადაბმული სიამის ტყუპები განაცალკევეს3
პლენარულ სხდომას ვანო კიღურაძე წარუძღვება4
პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფისთვის სამი პირი დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X