ბრიტანელმა
მომრერალმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთში დაკავებულ პანკ-ჯგუფ „Pussy
Riot“-ს, რომლის
წევრებიც უკვე თვეებია დაკავებულები არიან იმის გამო, რომ მაცხოვრის ტაძრის
საკურთხეველთან აქცია მოაწყვეს და ღვთისმშობელს შესთხოვეს „გაეგდო პუტინი“.
სტინგის
მიმართვა უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის საიტზე გამოქვეყნდა. ამ ორგანიზაციამ ჯგუფის
დაკავებული წევრები სინდისის პატიმრებად გამოაცხადა.
მუსიკოსის
თქმით, ის შოკირებულია იმით, რომ გოგონებს, შეიძლება, 7 წლის გატარება ციხეში მოუხდეთ
იმის გამო, რომ ქვეყანაში გაბატონებულ წესრიგს არ ეთანხმებიან.
სტინგმა
მოუწოდა მოსკოვს, გაათავისუფლოს გოგონები ციხიდან.
"აზრის თავისუფლება - ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია," - წერს ის და ურჩევს
რუსეთის ხელისუფლებას, საღად იაზროვნოს და
ნუ დაკარგავს იუმორის გრძნობას, რაც არა სისუსტის, არამედ სიძლიერის მანიშნებელია.
სტინგის
კონცერტი ორი დღის შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.
Internet.ge