„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრესბანკის“ აქციებზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გაიმართება
„ქართუ
ჯგუფისა“ და „პროგრესბანკის“ აქციებზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი
დღეს, გაიმართება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა
ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პროცესი საქალაქო სასამართლოში
14:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს, „ქართუ
ჯგუფისა“ და „პროგრესბანკის“ აქციებზე ყადაღის მოხსნის შესახებ მოთხოვნით გუშინ მიმართა.
Internet.ge