GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“ახალი მემარჯვენეები“ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შექმნას ითხოვენ
13:37 26.07.2012
დღის სიახლეები

პარტია „ახალი მემარჯვენეები“, უმოკლეს ვადაში C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შექმნას ითხოვენ.

ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ახალი პროგრამის მიხედვით, სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა; ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა დაფინანსდეს C ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 2000 პაციენტის მკურნალობის ხარჯი, უნდა დაიწყოს ინტერფერონის გენერიკის წარმოება.

გამყრელიძის განცხადებით, ასევე ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას და დაფინანსდეს ღვიძლის გადანერგვის სახელმწიფო პროგრამა  და უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი სტერილიზაციის წესების დაცვის ხარისხზე კლინიკებსა და ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალი რისკია.

პარტიის ლიდერის შეფასებით, ამ კუთხით საქართველოში სრულიად საგანგაშო ვითარებაა და დაუყოვნებელი ზომებია მისაღები. 

„დღეს, როდესაც C ჰეპატიტი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო დაავადებად იქცა და აქტუალობით შიდსსა და სიმსივნურ დაავადებებსაც გადააჭარბა, საქართველოში არ არსებობს ამ ვერაგი დაავადების პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა. უფრო მეტიც, სადაზღვევო მომსახურების არც ერთ პაკეტში არ შედის არა მარტო ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და ანტივირუსული მკურნალობის ანაზღაურება, არამედ სხვა ჰეპატოტროპული მედიკამენტების დაფინანსებაც კი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკომ ახალი შედეგები გამოაქვეყნა1
მე-8 საპყრობილეში სასწრაფო დახმარების მანქანის შესვლას პატიმრების ახლობლების მღელვარება მოჰყვა2
კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს3
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის მორიგი რაუნდი გაიმართება4
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X