კახეთში
სტიქიის შედეგად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის
სარეაბილიტაციო
სამუშაოები
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მერიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების საქალაქო სამსახურები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. თბილისის მერიამ თელავში დაზიანებული სახლების აღსადგენად 70 ბრიგადას გაუკეთა მობილიზება, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სახლების აღდგენასა და გადახურვაზე მუშაობენ.
უკვე
დასრულდა ქალაქის გარე-განათების სისტემის ძირითადი ნაწილის მონტაჟი, სრულად ქალაქის გარე-განათება მომავალ კვირას აღდგება და სამუშაოები თელავის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თელავის დასუფთავება და დაზიანებული სადენების ნარგავებისგან გათავისუფლება. თბილისის მერიის ინიციატივით, თელავში 10 დასასვენებელი სკვერისა და ბავშვების სათამაშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ქალაქს კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონები შეემატება.
თელავში
მიმდინარე
სამუშაოები
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
internet.ge