მიკროავტობუსის
მანევრის გამო „ოპელის“ მარკის ავტომობილმა გზაზე გადამსვლელი ქალბატონი ვერ
შენიშნა და ფეხით მიმავალს დაეჯახა. ქალი ჯერ კაპოტზე ავარდა, შემდეგ ჰაერში ორჯერ
გადაბრუნდა და ასფალტზე თავით დაეცა.
შედეგად 34
წლის მოქალაქემ მძიმე დაზიანებები მიიღო. ადგილზე მისულმა ექიმებმა მას ტვინის
შერყევის, მხრის მოტეხილობისა და თავის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად მის
სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ავარია,
რომელშიც დამნაშავე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იყო, მოსკოვში მოხდა.
Internet.ge