აივ
ინფექიის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, უდიდესი
ყურადღება დაეთმოთ სექს-მუშაკებს. მონაწილეთა განცხადებით, ისინი ინფექციის
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„ჩენ
ყოველთვის ვუსვამდით ხაზს, რომ ახლადდაფიქსირებულ შემთხვევათა 80% სქესობრივი
ურთიერთობის გზით გადაიცემა“, - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჯოი
ალეგატბესმა.
კონფერენციაზე
აღინიშნა, რომ შემცირდა შიდსით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტები, თუმცა
მასოფლიოში 34 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს.
„უდიდეს
პროგრესს მივაღწიეთ ამ სფეროში, თუმცა, ბრძოლა არ დამთავრებული. ჯერ კიდევ აივ
ინფექციით ყოველწლიურად 2,5 მილიონი ადამიანი ინფიცირდება “, – აღინიშნა აივ
ინფექიიც საერთაშორისო კონფერენციაზე.
კონფერენციაზე
სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე,
რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აივ–ინფიცირებულთა რიცხვი 25%–ით შემცირდება.
Internet.ge