GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებ გვერდი „Apple store“-ში გახდა ხელმისაწვდომი
16:04 27.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებ გვერდი „Apple store“-ში  გახდა ხელმისაწვდომი.

კომისია პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც დაარეგისტრირა „Apple store“-ში  საკუთარი ვებ გვერდის აპლიკაცია, ამიერიდან, ნებიმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს კომპანია „Apple“-ის წარმოებული „iphone“-თ და „iPad“-ით შეუძლია  უფასოდ ჩამოტვირთოს კომისიის ოფიციალური ვებ გვერდის აპლიკაცია და გაეცნოს საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მიმდინარე უახლეს მოვლენებს.

კომისიის ინფორმაციით, „Apple store“-ში აპლიკაციის შექმნის იდეა მომხმარებელთა ინტერესების  გათვალისწინებით და მათი უკეთ ინფორმირების სურვილიდან გამომდინარე გაჩნდა.

„აპლიკაცია, ერთის მხრივ, გაუმარტივებს სატელეკომუნიკაციო სერვისების მომხმარებლებს, კომისიის შესაბამის სამსახურებთან წვდომას, რადგან აქვეა მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის გვერდის ბმული და ნებისმიერ მსურველს, ონლაინ რეჟიმში შეუძლია მასთან დაკავშირება.

ვებ. აპლიკაცია, ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რადგან აქვეა კომისიის გადაწყვეტილებების და დადგენილებების, ასევე კონკურსების, აუქციონების და ნებართვების გვერდები, სადაც ოპერატიულად ქვეყნდება კომისიის მიერ მიღებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი“,- აცხადებენ კომისიაში.

ასევე, აპლიკაციის გამოყენებით ხელმისაწვდომია „მობილური ტარიფის მრჩეველის“ ბმული, რომელიც მომხმარებელს  სთავაზობს დაზოგოს დრო და ენერგია, კალკულატორის გამოყენებით შესაძლებელია კონკრეტული აბონენტისთვის ყველაზე მეტად მისაღები და მოსახერხებელი ტარიფის გამოთვლა.

„ვებ. აპლიკაცია გთავაზობთ ტელესაკომუნიკაციო ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს. სადაც თავმოყრილია 4 ათასამდე ტერმინის განმარტება. ასევე, გთავაზობთ „მობილური ინფრომერის“ ვებ. აპლიკაციის ლინკს, რომელშიც 3 ათასამდე მობილური  აპარატის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან დაკავშირებით ცნობაა თავმოყრილი. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მიუთითოს მისი ტელეფონის აპარატის მოდელი და გაიგოს შეესაბამება თუ არა დადგენილ სტანდარს ამ ტელეფონის “SAR”–ის (ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტი) მაჩვენებელი. კომისია მომავალშიც გაგრძელებს მუშაობას და მოგვიანებით, შემოგთავაზებთ ვებ. აპლიკაციებს ტელეფონებისთვის „ანდროიდის“ ბაზაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის მიერ ყელის გამოჭრის ფაქტს არ ადასტურებს1
ჟვანიამ საფრანგეთში დებიუტზე იმარჯვა2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 19 აგვისტოსთვის3
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებ გვერდი „Apple store“-ში გახდა ხელმისაწვდომი4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X