საკრებულოს
დღეს, გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა სხვა წარმოდგენილ 12 საკითხთან ერთად ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატანი ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.
ცვლილება
შევიდა
"ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამის"
განსახორციელებლად
გათვალისწინებული
თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
აღრიცხვის
წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს გადაწყვეტილებაში.
ამ
ცვლილების
მიხედვით,
ბინის მესაკუთრესთან ერთად კანონიერ მოსარგებლესაც მიეცემა საშუალება შენობის კეთილმოწყობისთვის
საჭირო თანხის მოთხოვნით რაიონულ გამგეობას მიმართოს და შესაბამისი
დაფინანსება
მიიღოს.
"აღნიშნული ცვლილების თანახმად, ბინის მესაკუთრეებთან ერთად კანონიერ მოსარგებლეებს, ანუ ე.წ "ატსტუპნიკებს” შესაძლებლობა ეძლევათ შესაბამის გამგეობებს კორპუსის კეთილმოწყობისთვის,
კონკრეტულად
კი სახურავების შესაკეთებლად, ასევე კიბეებისა და ლიფტების მოსაწესრიგებლად
და წყალ–კანალიზაციის მილების შესაცვლელად საჭირო თანხის მოთხოვნის შესაბამის გამგეობას მიმართონ”,–განაცხადა ქონების მართვისა საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა.
internet.ge