დაბა სიონში დღეს, სხვადასხვა სახის კულტურული
და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
11:00 საათზე დაგეგმილია
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, 12:00 საათზე მდინარე იორზე მოეწყობა ჯომარდობა.
დღესვე, ავტორ-შემსრულებელთა და მომღერალთა საავტორო სიმღერის ფესტივალი „"სიონის ზარები 2012" ჩატარდება. ფესტივალის მიზანია, მსმენელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სასიმღერო შემოქმედების ის პოტენციალი გააცნოს, რაც ამ ეტაპზე არსებობს და რასაც მომავალში შესაძლოა, მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს.
ღონისძიებებს გალა კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას
ცნობილი მომღერლები მიიღებენ.
Internet.ge