დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს წყლის მიწოდება დღეს, 17:00 საათიდან
აღუდგება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს წყალკანალში განუმარტეს, წყლის მიწოდების
შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ამასთან, როგორც კომპანიიაში აცხადებენ, სიმართლეს არ შეესაბამება,
ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობა წყალს
მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ვერ მიიღბს.
Internet.ge