GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლო კალაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირეებით გადაწყვეტილებას ზეპირი განხილვის გარეშე მიიღებს
12:39 28.07.2012
დღის სიახლეები

კახი კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო კალაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირეებით გადაწყვეტილებას  ზეპირი განხილვის გარეშე მიიღებს.

„ანუ სასამართლო გაეცნობა მხარეების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ყოველგვარი პროცესებისა და მხარეების მოსმენის გარეშე გადაწყვეტილებას გამოიტანს“,- განუცხადა ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა.

მისი თქმით,  სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სარჩელის შემტანს  48 საათში უნდა აცნობოს.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს, საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს. ანგარიშების დაყადაღების ოფიციალური მიზეზად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია სახელდება.

პროკურატურის სპეციალური განცხადების მიხედვით, კახა კალაძის  საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა  დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა.

„ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის  ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარტიული ყრილობა გამართა1
გიგა ბოკერია პარტიებსა და სამართალდამცავებს რეკომენდაციით მიმართავს2
სასამართლო კალაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირეებით გადაწყვეტილებას ზეპირი განხილვის გარეშე მიიღებს3
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X