საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მომდევნო
ორი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინპტიკოსმა დოდო
გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში
ტემპერატურის მცირედი ვარდნაა მოსალოდნელი და ის 37 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 39
გრადუსს პროგნზირებენ.
რაც შეეხება მოსალოდნელ აგრილებას, მთავარი
სპეციალისტის განცხადებით, აგვისტოში საქართველოში რამდენიმე დღით აგრილდება, თუმცა მთელი აგვისტო მაინც ცხელი იქნება.
Internet.ge