GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების აღწერა დღეიდან იწყება
12:28 29.07.2012
დღის სიახლეები

სტიქიისგან დაზარალებული კახელი ოჯახების აღწერა დღეიდან იწყება. შესაბამისი კითხვარებით მოხალისეები თითოეულ ოჯახში მივლენ და ადგილზე არსებულ სიტუაციის აღწერას აწარმოებენ. შედეგები მოგვიანებით საკორდინაციო შტაბს გადაეცემა.

სოფელ კურდღელაურში  მოხალისეებს დღესვე ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შეხვდა.

მისი თქმით, სტიქიის შედეგები მოსავლის მოყვანაზე მომავალ წელსაც იმოქმედებს.

„სტიქიის პირველივე დღიდან თელავისა და მის გარშემო არსებული სოფლების მოსახლეობამ სოფლებში შესული ჯარისკაცები დაინახა, რომლებიც სტიქიის სალიდიკვაციო სამუშაოებს პირველივე დღეს შეესივნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო რომ ხალხში იმედი არ ჩამქრალიყო. თითოეულ ოჯახს უნდა ეგრძნო რომ ისინი მარტონი არ არიან. ამის ნათელი მაგალითი იყო სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანები სხვადასხვა ქალაქებიდან და ის მუშები რომლებიც სახლების გადახურვას ამ წუთებშიც განაგრძობენ“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული თუ სასურსათო დახმარების მიუხედავად კახეთში უამრავი პრობლემაა.

ჭიაბერაშვილმა საუბრის ბოლოს მოხალისე ახალგაზრდებს ახალი დავალების შესრულებაში წარმატება უსურვა და აქამდე გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, კომპენსაციების გაცემა აგვისტოდან დაიწყება.

„ყველამ დაინახა რომ რისი თავი აქვს სახელმწიფოს, მსგავსი სიტუაციების დროს, ეს კორუფციის აღმოფხვრით, კანონიერების აღდგენით, ბიუჯეტის შევსებითა და სხვა მექანიზმებით მოხერხდა“,- დასძინა მინისტრმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გრიგოლ ვაშაძე: მითი, რომ სააკაშვილი დემოკრატი არ არის დაიმსხვრა1
დღეს დიდგორობაა2
კონტროლის პალატა პარლამენტში მოხსენებას წარადგენს3
წყალმომარაგების კომპანიამ პირველი სტიპენდიანტი გამოავლინა4
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X