ლონდონის ოლიმპიადის
ორგანიზატორები ე.წ. ბილეთების სკანდალის მიზეზების გამოძიებას იწყებენ.
შაბათს ასობით ადგილი
ტრიბუნებზე ცარიელი იყო, როცა შეჯიბრები ტარდებოდა პლაჟის ფრენბურთში, ტანვარჯიშსა
და ცურვაში. მაყურებელი აღნიშნავდა, რომ ცარიელი იყო დარჩენილი ყველაზე საუკეთესო
ადგილები.
ლონდონის თამაშების
საორგანიზაციო კომიტეტი მომხდარის სრულ გამოძიებას ჩაატარებს - განაცხადა დიდი
ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრმა ჯერემი ჰანტმა.
„რა თქმა უნდა, ძალიან
გვრცხვენია მომხდარის გამო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შევავსოთ
სტადიონები. ვვარაუდობთ, რომ ეს აკრედიტებული ადგილებია, რომლებიც სპონსორებისთვის
იყო განკუთვნილი, მაგრამ თუ ისინი მომავალშიც არ შეივსება, ჩვენ გვსურს, რომ ეს ბილეთები
რეალიზებული იყოს მსურველებისთვის, რადგან სწორედ მაყურებელმა უნდა შექმნას ზეიმის
ატმოსფერო,“ - განაცხადა მინისტრმა.
პოლიცია კი აქტიურად
ეძებს სპეკულანტებს. ამ დროისთვის უკვე 16 მათგანია დაკავებული, ძირითადად,
უცხოელები.
Internet.ge