კოალიცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა მთავარ პროკურატურასთან
თეატრალიზირებული
აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა კოალიციის ერთ-ერთი წევრის კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღება გააპროტესტეს.
ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს, საქართველოს ბანკებში არსებული ყველა
ანგარიში დაუყადაღეს. ანგარიშების დაყადაღების ოფიციალურ მიზეზად, უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაცია სახელდება.
internet.ge