GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ახალი მემარჯვენეები" გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანის მოსახლეობას შეხვდნენ
17:09 30.07.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია და საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ივანაური დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანის მოსახლეობას შეხვდნენ.

"გარდაბნის რაიონის ეს ერთი სოფელი ზოგადად სოფლის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულების ნათელი მაგალითია: სოფელს არ აქვს წყალი, გაზი, გზა, ბაღი,  სკოლა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მშობლებს ურჩევნიათ ბავშვები რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში ატარონ,"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, პარტიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სოფელი და სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაა.

"ამ სოფლის მაგალითზე ისიც ვნახეთ, როგორ გაჩანაგდა ის მცირე საწარმოები, რომლებიც ადრე ყველა სოფელში იყო და მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფდა. აქაც მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ასეთი საწარმოებიდან. არადა ამ საწარმოებში  სოფლის მოსახლეობა იყო დასაქმებული და მათი მიერ წარმოებული პროდუქციის  რეალიზაციასაც ემსახურებოდა. ამიტომ, "ახალი მემარჯვენეების" მიერ პარლამენტში შეტანილი პირველივე კანონპროექტი სწორედ სოფლის შესახებ კანონი  იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოაგვარებს სოფლების წინაშე მდგარ პრობლემებს", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა ასტრონომმა მფრინავი თეფში გადაიღო (VIDEO)1
ინტერნეტში კაფის თანამშრომლის მკვლელობის კადრები გავრცელდა (VIDEO)2
ივანიშვილი: მიკვირს რატომ არ ბრუნდებიან სომხები სამშობლოში3
უნგრეთის პრემიერი: ენდეთ ხელისუფლებასა და თქვენს პრეზიდენტს4
ხაშურში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X