ბულგარეთის სასტუმროებსა
და პლაჟებზე „მუდმივად სკანდალისტი“ ტურისტები გამოჩნდნენ. სასტუმროების პერსონალი
და მაშველები, კურორტ „მზიანი სანაპიროს“ პლაჟზე, ყველაზე მეტად რუს ტურისტებს
უჩივიან, რომლებიც, მათი თქმით, მომსახურების საფასურს არ იხდიან, ცუდად იქცევიან
და ყველგან ნაგავს ტოვებენ.
„მათ არ ესმით, რომ
არღვევენ გარკვეულ წესებს. რუსები წვებიან სხვების შეზლონგებზე, მუდმივად ხელს
უშლიან სხვებს. ჩვენ ვუხსნით, რომ არსებობს უფასო ზონები, სადაც მათ შეუძლიათ
დასვენება, მაგრამ ისინი სკანდალს ტეხენ, გადახდაზე უარს ამბობენ და არ მიდიან,“ -
ამბობს კურორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
მისი თქმით, რუსების
ყველაზე არასასიამოვნო თვისებაა ის, რომ ისინი არავის სცემენ პატივს. პლაჟზე ისე
მიდიან, როგორც პიკნიკზე - კილოგრამობით საკვებით, არყის ბოთლებით, ირგვლივ ყრიან
ქაღალდებს, ნეილონის პაკეტებს, ყუთებს, ამტვრევენ შეზლონგებს. შენიშვნაზე კი
ყვირიან და ამბობენ, რომ ეს სახელმწიფო პლაჟია და რაც მოესურვებათ, იმას
გააკეთებენ.
ყველა პლაჟი დაყოფილია
ისე, რომ ერთი ნახევარი ფასიანია, მეორე კი უფასო. ამის შესახებ საინფორმაციო
ბანერებიცაა გამოკრული - წერს News BG.
რუსების
საქციელით შეწუხებულები არიან მაშველებიც, რომლებიც სხვა უცხოელების ფონზე მათს ქცევას აუტანელს
უწოდებენ.
Internet.ge