GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია ‘’მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს
14:16 31.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საიას წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

საიას განცხადებით, მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა კი, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა -არაგანჭვრეტადია.

„მაესტროს" არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება. ვინაიდან ‘’მაესტრო" არ არის სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ აქვს უფლება, მიიღოს ან გაეცნოს საქმის მასალებს; შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა მასალები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებებს; ხომ არ არის ეს მტკიცებულებები ფალსიფიცირებული, უკანონოდ მოპოვებული და ა.შ. სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქონების დაყადაღება ‘’მაესტროს" საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს. ამასთან, იქმნება შპს ”სტუდია მაესტროს” საკუთრების უფლების განგრძობადად დარღვევის საფრთხე“,- აცხადებენ საიაში.

მათივე ინფორმაციით, 2012 წლის 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე დაედო ყადაღა ორი კომპანიის - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „სტუდია მაესტროს” ქონებას.

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ‘’მაესტროს", ისევე, როგორც ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ”გლობალ კონტაქტს კონსალტინგის” ადვოკატებს გამოძიებამ უკვე ოფიციალურად უთხრა უარი საქმის მასალების გადმოცემაზე. სასამართლოს მიერ ‘’მაესტროს" ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს  მდგომარეობაზე“,- აცხადებენ საიაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა1
მოსწავლემ სკოლაში, ისტორიის მასწავლებელს სცემა (VIDEO)2
ივანიშვილმა პრეზიდენტს მინისტრთა ახალი კაბინეტი და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა3
შსს: საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მასალაზე გამოძება გრძელდება4
ამბასადორიალი 2012 დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X